ხორვატიის პრემიერი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი 11 სექტემბერს მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
კიევში პლენკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
ასევე დაგეგმილია პლენკოვიჩის შეხვედრა პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან, უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან და უკრაინის სხვა ოფიციალურ პირებთან.
Prvi susret predsjednika vlade @AndrejPlenkovic i predsjednika Ukrajine @ZelenskyyUa u Kijevu ispred spomenika genocidu nad krimskim Tatarima@VladaRH @Ukraine @hrtvijesti pic.twitter.com/aLhvIWfjiV
— Vibor Vlainić (@VlainicHRT) September 11, 2024
ხორვატიის პრემიერთან ერთად უკრაინაში იმყოფებიან მეცნიერებისა და განათლების მინისტრი რადოვან ფუქსი, ადმინისტრაციის, იუსტიციის და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი დამირ ჰაბიანი და საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრი გორდან გრლიჩ რადმანი.
დელეგაციასთან ერთად ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ყირიმის პლატფორმის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც HRT იუწყება, უკრაინისთვის პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, ასევე იქნება კონკრეტული შეთანხმებები განაღმვასთან დაკავშირებით დახმარებაზე.
ცნობისთვის, კიევში ოფიციალური ვიზიტით ასევე იმყოფებიან ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ლატვიის მთავრობის მეთაური ევიკა სილინა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი და ჩეხეთის სენატის ხელმძღვანელი მილოშ ვისტრჩილი.