Loading data...
ხმელთაშუა ზღვაში რუსული სატვირთო გემის ჩაძირვა ტერორისტულ აქტად შეფასდა - TASS

ხმელთაშუა ზღვაში რუსული გემის, „ურსა მაიორის“ წინააღმდეგ ტერაქტი განხორციელდა - ამის შესახებ TASS-ს კომპანია Oboronlogistics-ის პრესსამსახურში განუცხადეს

რუსული გამოცემის ცნობით, ეკიპაჟის წევრების ჩვენებებიდან ირკვევა, რომ 23 დეკემბერს, მოსკოვის დროით 13:50 საათზე, ბორტზე ზედიზედ სამი აფეთქების ხმა გაისმა და გემი მკვეთრად, დაახლოებით 25 გრადუსით გადაიხარა, რაც Oboronlogistics-ის განმარტებით, წყლის შემოდინებაზე მიუთითებდა. 

ბორტზე მყოფი 16 მეზღვაურიდან 14 მაშველებმა ესპანეთის ქალაქ კარტახენას პორტში გადაიყვანეს, კიდევ ორი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.