ხერსონზე საჰაერო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ხერსონზე რუსული დრონებით მასირებული საჰაერო იერიში განხორციელდა. შეტევაში FPV-დრონები, სადაზვერვო უპილოტო აპარატები, ბომბდამშენი დრონები და „მოლნიის“ ტიპის მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატები იყო გამოყენებული. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
იერიშის შედეგად ხერსონის ცენტრალურ რაიონში ორი ადამიანი დაღუპა და რვა დაშავდა. კიდე ორი ადამიანი დნეპროვსკის რაიონში დაშავდა. როგორც ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა იაროსლავ შანკომ განაცხადა, საერთო ჯამში შეტევები ხერსონის ოლქის ოთხ დასახლებაზე განხორციელდა. დრონების გარდა, რუსულმა ძალებმა არტილერიაც გამოიყენეს.
ასევე იერიშები განხორციელდა ზაპოროჟიეს ოლქზე. ერთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა. ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ივან ფიოდოროვის თმით, ერთი დღე-ღამის განმავლობაში 57 დასახლებაზე 1011 დარტყმა განხორციელდა.