1792225927
უცხოეთი
ხერსონზე რუსული ძალების საჰაერო იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
რუსული ძალების მიერ ხერსონზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად 64 წლის კაცი დაიღუპა. ასევე 11 წლის ბავშვი დაიჭრა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
საერთო ჯამში ხერსონში 19 ადამიანი დაიჭრა, რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.
ხერსონზე იერიში მართვადი ავიაბომბებით განხორციელდა. დაზიანდა 10 საცხოვრებელი კორპუსი. სახლების ჩამონგრევის შედეგად ადამიანები ნანგრევებში მოექცნენ. ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, იაროსლავ შანკოს ცნობით, რუსულმა ძალებმა ბომბები, არტილერია და დრონები გამოიყენეს.
ასევე საჰაერო იერიშების დროს რუსეთის ჯარმა ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები გამოიყენა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 22 ლოკაციაზე ჭურვები მიზანს მოხვდა.