ხერსონზე რუსული ძალების საარტილერიო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა
რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ხერსონზე საარტილერიო შეტევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
„მოწინააღმდეგე ხერსონს ყველა სახის შეიარაღებიდან ესვრის. დღეს შეტევები კარაბელნის რაიონზე განხორციელდა, ასევე შეტევების სამიზნე შუმენსკის მიკრორაიონის საცხოვრებელი სახლებიც იყო“, - იუწყება ხერსონის პოლიცია.
ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, საარტილერიო შეტევის შედეგად ორი ადამიანი საკუთარი სახლის სადარბაზოსთან დაიღუპა, ხოლო ორი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ასევე მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაჭრილები.
რუსულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვსაც შეუტიეს. დაშავებულია სამი ადამიანი. დაზიანდა საერთო საცხოვრებლის კორპუსი, ასევე სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა ხარკოვის ხელოვნებათმცოდნეობის ნაციონალური ინსტიტუტის შენობა.