Loading data...
ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, გერმანიაში ავიაკომპანია Lufthansa-ს პილოტები გაიფიცნენ

გერმანული ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ პილოტები ორი დღით გაიფიცნენ. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. 

როგორც მედიასაშუალება წერს, ორდღიანი გაფიცვა მიუნხენისა და ფრანკფურტის მიმართულებით რეისებს შეეხება. 

თანამშრომლები ხელფასების ზრდასა და უკეთეს საპენსიო პირობებს მოითხოვენ.

გაფიცვის შედეგად, სავარაუდოდ, დღიურად 300-მდე რეისი გაუქმდება.