ხელოვნურმა ინტელექტმა რამდენიმე თვეში შეიძლება კოდების ჩვეული სისტემის გატეხა ისწავლოს - ექსპერტები
მომდევნო რამდენიმე თვეში ხელოვნურმა ინტელექტმა (AI) შეიძლება ისეთი მათემატიკური ამოცანების ამოხსნა ისწავლოს, რაზეც აწყობილია საბანკო ოპერაციების, დიპლომატიური მიმოწერის და ელექტრონული ფოსტის დაცვის სისტემები. ამის შესახებ The Guardian იუწყება.
ინფორმატიკის სფეროს სპეციალისტი სკოტ აარონსონი იუწყება, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომ AI-მ ამ საკითხში სერიოზულ წინსვლას მიაღწია. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ხელოვნური ინტელექტის ზოგიერთ მოდელს დაცვის კოდების თანამედროვე სისტემების გატეხა უკვე შეუძლია.
აქამდე ითვლებოდა, რომ ასეთ საფრთხეს მძლავრი კვანტური კომპიუტერები ქმნიან. ახლა კი სპეციალისტები შიშობენ, რომ ხელოვნური ინტელექტი მათ განვითარების სიჩქარით ასწრებს.
თუ ეს ეჭვები გამართლდა, სახელმწიფოებს, ბანკებს და ტექნოლოგიურ კომპანიებს ინფორმაციის დაცვის სისტემების სასწრაფო შეცვლა მოუწევთ.