ხარკოვზე რუსული ძალების საჰაერო იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა
რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში განახორციელეს. შეტევები შევჩენკოს და ხოლოდნოგორსკის რაიონებზე განხორციელდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
„შევჩენკოს რაიონში მოწინააღმდეგის დრონი გზაზე დაეცა. არავინ დაშავებულა. ხოლოდნოგორსკის რაიონში მოწინააღმდეგემ ინფრასტრუქტურის ობიექტზე შეტევები განახორციელა. ადგილზე ხანძარი გაჩნდა“, - დაწერა ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა.
აფეთქებები პოლტავაშიც ისმოდა.
„ღამით იერიშები განხორციელდა პოლტავის რაიონზე, უპილოტო საფრენი აპარატები ელექტროქვესადგურს მოხვდა. 6,5 ათასი აბონენტი და 548 ორგანიზაცია ელექტროენერგიის გარეშე დარჩა“, - განაცხადა პოლტავის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ვიტალი დიაკოვნიჩმა.
წინა დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 12 მაისს სამდღიანი ზავის ვადა ამოიწურა და რუსული ჯარი უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმებს განაახლებს.