1770902947
უცხოეთი
ხარკოვის ოლქში რუსების იერიშის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა - უკრაინული მხარე
ხარკოვის ოლქში რუსული ძალების იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს.
უკრაინული მხარის ცნობით, დაღუპულებს შორის ერთი კაცი და ერთი ქალია.
„დარტყმების შედეგად დაზიანდა და განადგურდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. კერძოდ, ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ საწყობში. დაზიანდა ავტოფარეხები და საცხოვრებელი შენობები“, - ნათქვამია ხარკოვის რეგიონული პროკურატურის განცხადებაში.
გარდა ამისა, ბარვენკოვოში მომხდარი თავდასხმის შედეგად, სადაც, სავარაუდოდ, „ორმაგი დარტყმის“ ტაქტიკა გამოიყენეს, 13 ადამიანი დაშავდა.