Loading data...
ხარკოვის ოლქში დრონის თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ხარკოვის ოლქში დრონებით რუსების იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა. 

მაშველებმა სოფელ პოდსრედნეში ნანგრევებიდან დაღუპული ქალის ცხედარი ამოიყვანეს. 

„ამით რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა“, - აცხადებენ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში. 

გარდა ამისა, მათივე ცნობით, დაშავდა ერთი ადამიანი. 

მანამდე კი, ნანგრევებიდან  ერთი დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს.