ხანძარი ისრაელის ინდუსტრიულ ზონაში - ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად, ქარხანა დაიბომბა
ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად, ისრაელის ქალაქ ბერშევას მახლობლად, ინდუსტრიულ ზონაში ხანძარი გაჩნდა.
აქტიური ინგრედიენტებისა და მოსავლის დაცვის მასალების მწარმოებელი კომპანია აცხადებს, რომ დაიბომბა მისი მახტეშიმის ქარხანა, რომელიც სამხრეთ ისრაელში, ნეოტ ჰოვავის ინდუსტრიულ ზონაში მდებარეობს. კომპანიის განცხადებით, ქარხანაში ირანული რაკეტა ან რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
გავრცელებული ცნობით, დაზიანებული ქიმიური საცავის დალუქვისა და შეკავების მიზნით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შემდეგ სახიფათო მასალების გაჟონვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
მოქალაქეებს სთხოვენ, არ მიუახლოვდნენ ტერიტორიას, ხოლო მიმდებარე ტერიტორიების მცხოვრებლებს მოუწოდებენ, დარჩნენ სახლში, დახურონ ფანჯრები და დაემორჩილონ უსაფრთხოებისა და სამაშველო ძალების მითითებებს, ვიდრე ოფიციალური პირები ვითარებას შეაფასებენ.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანიდან ნასროლი კიდევ ერთი რაკეტა ბერშევაში ღია ადგილას დაეცა, რის გამოც ოთხი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.