1771357454
უცხოეთი
„ხალხი ამას არასდროს მაპატიებს, არასდროს“ - ზელენსკი განმარტავს, თუ რა სახის შეთანხმებას არ დადებს უკრაინა რუსეთთან
უკრაინელი ხალხი არ დათანხმდება რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც აგრესორი მთელ დონბასზე კონტროლს მოიპოვებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, კიევი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ ნებისმიერი შეთანხმება უკრაინაში რეფერენდუმზე უნდა გავიდეს.
„ემოციურად, ხალხი ამას არასდროს მაპატიებს. არასდროს. ისინი არ მაპატიებენ... მე, ისინი არ მაპატიებენ, არც აშშ-ს“, - აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ უკრაინელებს „არ შეუძლიათ გაიგონ“, რატომ უნდა სთხოვონ მათ დამატებითი ტერიტორიების დათმობა.