Loading data...
ქეროლაინ ლევიტის მტკიცებით, აშშ-ს საკმარისი იარაღი აქვს ირანთან ხანგრძლივი ომის წარმოებისთვის

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ს ირანთან ხანგრძლივი ომის საწარმოებლად „იმაზე მეტი იარაღი აქვს, ვიდრე საჭიროა“.

„ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს იმაზე მეტი შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ წარმატებით დაასრულოს ოპერაცია Epic Fury (ეპიკური რისხვა), არამედ ბევრად შორსაც წავიდეს“, - აღნიშნა ლევიტმა.

პრესმდივანმა, ასევე, ხაზი გაუსვა ამერიკული სამხედრო რესურსების გლობალურ განაწილებას: „ჩვენ გვაქვს იარაღის მარაგები ისეთ ადგილებში, რომელთა შესახებაც ამ ქვეყანაზე ბევრმა არც კი იცის“.