Loading data...
ქეროლაინ ლევიტი ზელენსკის განცხადებაზე: პრეზიდენტი ტრამპი ამაზე უპასუხებდა, რომ მისი აზრით, სამართლიანი არ არის, როდესაც ამ სასიკვდილო ომში ათასობით უკრაინელი და რუსიც კარგავს სიცოცხლეს

„ვფიქრობ, პრეზიდენტი ამაზე უპასუხებდა, რომ მისი აზრით, სამართლიანი არ არის, როდესაც ამ სასიკვდილო ომში ათასობით უკრაინელი და რუსიც კარგავს სიცოცხლეს“, - ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვაზე - გუშინ ზელენსკიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ უსამართლობაა, როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ დათმობებზე უკრაინა უნდა წავიდეს და არა რუსეთი. გაეცნო თუ არა პრეზიდენტი ამ კომენტარს? როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინამ დათმობები უნდა გააკეთოს, გულისხმობს თუ არა იგი დონბასზე უარის თქმას? - ლევიტმა უპასუხა:

„ვფიქრობ, პრეზიდენტი ამაზე უპასუხებდა, რომ მისი აზრით, სამართლიანი არ არის, როდესაც ამ სასიკვდილო ომში სიცოცხლეს ათასობით უკრაინელი და რუსიც კარგავს. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა უდიდესი დრო და ენერგია დაუთმეს ამ ომის დასრულებას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისგან ძალიან შორს მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, ის მშვიდობის პრეზიდენტია და, შესაბამისად, უდიდეს ძალისხმევას ხარჯავს ამ კონფლიქტის დასასრულებლად.

გუშინ გაიმართა სამმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის. მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი - ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ინფორმაციას თავიანთ ლიდერებს მიაწვდიან და გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. ასე რომ, მომავალში მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი გაიმართება.

თუმცა, ვფიქრობ, პრეზიდენტი მთელ ამ სიტუაციას მიიჩნევს ძალიან უსამართლოდ არა მხოლოდ დაღუპული რუსებისა და უკრაინელებისთვის, არამედ ამერიკელი ხალხისა და გადამხდელებისთვისაც, რომლებიც ამ ომის ხარჯებს მანამ ანაზღაურებდნენ, სანამ პრეზიდენტი ტრამპი ამას ბოლოს მოუღებდა. აქვე ყველას შევახსენებდი მთელ მსოფლიოში, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ყიდის იარაღს ნატოზე, რომელიც შემდეგ უკრაინაში იგზავნება მათი თავისუფლებისა და საზღვრების დასაცავად“, - განაცხადა ქეროლაინ ლევიტმა.