1765483052
უცხოეთი
ქეროლაინ ლევიტი: პრეზიდენტს ყელში ამოუვიდა შეხვედრები, რომლებიც მხოლოდ შეხვედრებისთვის იმართება, მას აღარ სურს ლაპარაკი, მას ქმედება სურს
თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი უკიდურესად იმედგაცრუებულია რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტის ორივე მხარით.
„ტრამპი უკიდურესად იმედგაცრუებულია ომის ორივე მხარით. მას ყელში ამოუვიდა შეხვედრები, რომლებიც მხოლოდ შეხვედრებისთვის იმართება. მას აღარ სურს ლაპარაკი, მას ქმედება სურს“, - აღნიშნა თეთრი სახლის სპიკერმა.
White House on Russia-Ukraine:
— Clash Report (@clashreport) December 11, 2025
Trump is extremely frustrated with both sides of this war.
He is sick of meetings just for the sake of meeting.
He does not want anymore talk, he wants action. pic.twitter.com/6tOmFkrM1W