Loading data...
ქეროლაინ ლევიტი: პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს, როდის იქნება ირანი უპირობო დანებების პოზიციაში, რაც შეეხება სამხედროების შესვლას, ის არ გამორიცხავს ვარიანტებს

თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან ომში „არ გამორიცხავს ვარიანტებს“, მათ შორის ქვეყანაში აშშ-ის ჯარების განლაგებას.

„რაც შეეხება სამხედროების შესვლას, პრეზიდენტმა არაერთხელ ისაუბრა ამაზე. ის არ გამორიცხავს ვარიანტებს, როგორც ჩვენი მთავარსარდალი“ - განაცხადა ლევიტმა.

თეთრმა სახლმა, ასევე, განმარტა, რას შეიძლება ნიშნავდეს ირანის „უპირობო კაპიტულაცია“ და განაცხადა, რომ ამის განსაზღვრა პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე იქნება დამოკიდებული.

„როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ირანი უპირობო დანებების მდგომარეობაშია, ის არ ამტკიცებს, რომ ირანის რეჟიმი თავად გამოვა და ამას იტყვის. რასაც პრეზიდენტი გულისხმობს, არის ის, რომ ირანის მუქარას აღარ დაუჭერს მხარს ბალისტიკური რაკეტების არსენალი, რომელიც მათ იცავს და საშუალებას აძლევს თავიანთ ქვეყანაში ბირთვული ბომბი შექმნან.

რეზიდენტი ტრამპი თავად განსაზღვრავს, როდის იქნება ირანი უპირობო კაპიტულაციის მდგომარეობაში, მაშინ, როცა ისინი აღარ წარმოადგენენ სანდო და პირდაპირ საფრთხეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.