1758571828
უცხოეთი
ქეროლაინ ლევიტი: დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება „ჰამასისთვის“ ჯილდოა

თეთრი სახლის პრესმდივნის ქეროლაინ ლევიტის განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება „ჰამასისთვის“ ჯილდოა.
ჟურნალისტის კითხვაზე რას ფიქრობს პრეზიდენტი ტრამპი კიდევ რამდენიმე ქვეყნის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებაზე, ლევიტმა აღნიშნა - „პრეზიდენტმა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას“.
„მან ამის შესახებ ისაუბრა დიდ ბრიტანეთში, თავისი მეგობრის, პრემიერ-მინისტრ სტარმერის გვერდით. ის გრძნობს, რომ ამ გადაწყვეტილებას არაფერი მოაქვს მძევლების გასათავისუფლებლად, რაც ამჟამად ღაზაში მთავარი მიზანია. ტრამპი მიიჩნევს, რომ ასეთი ნაბიჯი „ჰამასისთვის ჯილდოა“, - დასძინა ლევიტმა.