Loading data...
კენიაში დემონსტრაციის დროს სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა - CNN

სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა კენიაში, სადაც საგადასახადო კანონპროექტის მიღებას აპროტესტებენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს უფლებადამცველ ორგანიზაციებზე დაყრდნობით.

არსებული ცნობით, დაშავებულთა შორის 13-ს ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნება.

როგორც CNN წერს, პოლიციამ ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობასთან აღმართული ბარიკადები გაარღვიეს. 

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბოლო 24 საათში აქციიდან 21 ადამიანი გაიტაცეს. მოგვიანებით, მათი ნაწილი გამოუშვეს. ხოლო დაკავებულთა რაოდენობა 52-ს აღწევს.