კელოგი პუტინს: პირველ რიგში, უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ მოლაპარაკებები

პირველ რიგში, უნდა არსებობდეს უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კით კელოგი.
კელოგმა კომენტარი გააკეთა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის, კრისტოფერ ლაკსონის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ უკრაინაში მშვიდობა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტით უნდა დაიწყოს.
„ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრიც კი ხვდება ამას. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, შეწყვიტეთ მკვლელობები! პირველ რიგში, უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა და ამ დროის განმავლობაში, ყოვლისმომცველ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გადასვლა და არა პირიქით“, - ხაზგასმით აღნიშნა კელოგმა.
Even the Prime Minister of New Zealand gets it. As President Trump has repeatedly said, stop the killing!! An unconditional 30 day ceasefire first and, during it, move into comprehensive peace discussions. Not the other way around. https://t.co/6PzcceP1vs
— Keith Kellogg (@generalkellogg) May 11, 2025