1795848244
უცხოეთი
კელნის აეროპორტმა დრონის გამო მუშაობა შეაჩერა
გერმანიის კელნი/ბონის აეროპორტმა უპილოტო საფრენი აპარატის გამო რამდენიმე საათით მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით, დრონი საშიშ ზონაში იყო აღმოჩენილი, რის გამოც ყველა რეისი შეჩერდა.
გერმანიის ფრენების უსაფრთხოების სააგენტომ, Deutsche Flugsicherung DFS-მა ინციდენტის გამოძიება ჩაატარა და რამდენიმე საათის შემდეგ აეროპორტს მუშაობის განახლების უფლება მისცა.
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.
რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ევროპაში დივერსიები და დრონებთან დაკავშირებული ინციდენტები გახშირდა.