Loading data...
ყაზახეთში Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავის კატასტროფისას გადარჩენილთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა

ყაზახეთში, ქალაქ აქტაუსთან ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავის კატასტროფისას გადარჩენილთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა, -  ამის შესახებ აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, უფროსმა პროკურორმა ქენან ზეინალოვმა განაცხადა.

„ ბოლო მონაცემებით, ბორტზე მყოფი 32 ადამიანი გადარჩა და მკურნალობს“, - განაცხადა ზეინალოვმა.