Loading data...
„ყავის სურვილით ვკვდები“ - ნეთანიაჰუმ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ყავას ყიდულობს და ხუმრობს მისი გარდაცვალების შესახებ ცნობებზე

მას შემდეგ, რაც სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის პრემიერი საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეო გაავრცელა, რომელშიც უარყოფს და ხუმრობს მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ცნობებზე.

სოციალურ ქსელ „იქსზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ბენიამინ ნეთანიაჰუს ეუბნებიან: „პრემიერ-მინისტრო, ინტერნეტში ამბობენ, რომ თქვენ მოკვდით“, რაზეც ისრაელის პრემიერი პასუხობს, რომ ის „ყავის სურვილით კვდება“

ის, ასევე, ორივე ხელს მაღლა სწევს იმის საჩვენებლად, რომ 10 თითი აქვს, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ჭორები, რომ მისი ბოლო სატელევიზიო გამოჩენა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით იყო გენერირებული. ერთ-ერთი ცრუ განცხადება ის იყო, რომ პრესკონფერენციის კადრებში მას ერთ ხელზე ექვსი თითი ჰქონდა.

„გსურთ თითებს დავითვლი“, - აცხადებს ვიდეოში ნეთანიაჰუ.

ვიდეოს დასასრულს კი ისრაელის პრემიერი ხუმრობით ამბობს, „მადლობა ყავისთვის, ის შესანიშნავია. კალორიებზე კი არ ვიცი, შეიძლება, ეს უფრო საშიში იყოს“.