1743249643
უცხოეთი
კაცი, რომელიც ამსტერდამში დანით 5 ადამიანის დაჭრაშია ბრალდებული, 30 წლის უკრაინელია

მამაკაცი, რომელმაც 27 მარტს ამსტერდამის ცენტრში დანით ხუთი ადამიანი დაჭრა, სავარაუდოდ, 30 წლის უკრაინის მოქალაქეა დონეცკის რეგიონიდან.
ამსტერდამის პოლიციამ თავდამსხმელი მალევე დააკავა. როგორც მედია წერს, ჯერჯერობით უცნობია არის ის დონეცკის რეგიონის ნაწილიდან, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს, თუ ოკუპირებული ტერიტორიიდან.
ვინაობის დადგენაში სირთულეები წარმოიშვა, ვინაიდან კაცს სხვადასხვა სახელწოდებით პირადობის დამადასტურებელი მოწმობები აღმოუჩინეს.
პოლიციაში აცხადებენ, რომ მისი მოქმედების მოტივი დაუდგენელია.
დაკავებული სასამართლოს წინაშე პირველ აპრილს წარდგება.