Loading data...
კატარში მდებარე აშშ-ის ბაზიდან დიდ ბრიტანეთს სამხედრო პერსონალი გაჰყავს

დიდ ბრიტანეთს კატარში მდებარე აშშ-ის ბაზიდან სამხედრო პერსონალი გაჰყავს. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

„ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს ბაზირებისა და განლაგების დეტალებზე, უსაფრთხოების გამო. დიდი ბრიტანეთი ყოველთვის იღებს პრევენციულ ზომებს ჩვენი პერსონალის უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

უცნობია, კატარის ბაზიდან ბრიტანეთი სამხედრო პერსონალს სრულად გამოიყვანს თუ არა.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანში დემონსტრანტებს მიმართა და განაცხადა, რომ „დახმარება გზაშია“. საპასუხოდ, ირანის ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ შურს იძიებს რეგიონში ამერიკის სამხედრო ობიექტებზე, თუ შეერთებული შტატები თავდასხმას განახორციელებს.