1757447392
უცხოეთი
კატარმა აშშ-ს აცნობა, რომ დროებით აჩერებს მძევლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მისაღწევად შუამავლობის ძალისხმევას

კატარმა ტრამპის ადმინისტრაციას აცნობა, რომ დროებით აჩერებს შუამავლობის ძალისხმევას „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების შესახებ შეთანხმების უზრუნველსაყოფად, მას შემდეგ, რაც ისრაელმა დოჰაში „ჰამასის“ ლიდერებზე თავდასხმა განახორციელა, - განუცხადა საკითხთან დაკავშირებულმა წყარომ The Times of Israel-ს.
თუმცა, კატარს ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
წყაროს ცნობით, კატარის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ აბდულრაჰმან ალ-თანი უახლოეს საათებში საჯარო განცხადების გაკეთებას გეგმავს.
კატარმა ადრე მხარეების მიმართ იმედგაცრუების გამო შუამავლობის მცდელობები შეაჩერა, თუმცა შემდგომში აშშ-ის თხოვნის შემდეგ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდა.