1788777072
უცხოეთი
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი: ირანის ომი აჩვენებს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული ალიანსი მნიშვნელოვანია, თუმცა ეს საკმარისი არ არის
ირანთან ომმა აჩვენა, რომ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე არ უნდა იყვნენ დამოკიდებული, - განაცხადა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაჯედ ალ-ანსარიმ აბუ-დაბიში, ჰილის ფორუმზე გამართულ პანელურ დისკუსიაზე.
„სპარსეთის ყურის ქვეყნებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ რეგიონში საერთაშორისო ძალების ყოფნა და აშშ-სთან სტრატეგიული ალიანსი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. უსაფრთხოების თვალსაზრისით თვითკმარობა წინსვლის ერთადერთი გზაა“, - აღნიშნა ალ-ანსარიმ.