1765121011
უცხოეთი
კატარის პრემიერი - ჩვენ არ გამოვწერთ ჩეკს იმის აღსადგენად, რაც ისრაელმა გაანადგურა
„არ გამოვწერთ ჩეკს იმის აღსადგენად, რაც ისრაელმა გაანადგურა“, – ამის შესახებ კატარის პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ აბდულრაჰმან ალ-თანიმ დოჰას ფორუმზე განაცხადა.
„ჩვენი გადახდები პალესტინელი ხალხის დასახმარებლად მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება უზრუნველყოფილი, თუ დავინახავთ, რომ მათ მიერ მიღებული დახმარება არასაკმარისია“, – აცხადებს კატარის პრემიერ-მინისტრი.
მანამდე კი, კატარის პრემიერმა თქვა, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის ვითარება არ შეიძლება ჩაითვალოს სრულფასოვან ცეცხლის შეწყვეტად.
„ჩვენ გარდამტეხ მომენტში ვართ. რასაც ახლახან მივაღწიეთ, პაუზაა. ჩვენ ამას ცეცხლის შეწყვეტად ვერ ჩავთვლით“, - განაცხადა კატარის პრემიერმა დოჰაში გამართულ ფორუმზე.