Loading data...
კატარის პრემიერ-მინისტრი: პალესტინურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია

კატარის პრემიერ-მინისტრმა შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ განაცხადა, რომ „ჰამასმა“ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებზე განხორციელებული თავდასხმის დროს.

„გუშინ რაც მოხდა, დარღვევა იყო“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ შუამავლები ელოდნენ ისრაელის რეაგირებას მათი ჯარისკაცის მკვლელობაზე, თუმცა აღნიშნა, რომ ორივე მხარემ შემდგომში გამოხატა ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების სურვილი.

ითხვაზე, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი „დარღვევაზე“, მან უპასუხა: „გუშინ მომხდარი - ისრაელელ ჯარისკაცებზე თავდასხმა - არსებითად პალესტინის მხარის მიერ დარღვევაა“.

„ჰამასმა“ განცხადება გაავრცელა, რომ ისინი არ არიან კავშირში ამ ჯგუფთან [რომელმაც თავდასხმა განახორციელა]. ჩვენ ჯერ არ ვიცით [მართალია თუ არა ეს]“, - დასძენს ის.

კატარის პრემიერ-მინისტრმა მოგვიანებით განაცხადა, რომ „ჰამასმა“ ისრაელის ჯარებზე თავდასხმასთან დაკავშირებით „წინააღმდეგობრივი განცხადებები“ გააკეთა, ერთ-ერთი მტკიცებით, რომ შეიარაღებულმა პირებმა „დაკარგეს კომუნიკაცია“ „ჰამასის“ ხელმძღვანელობასთან და „არ იცოდნენ, რას აკეთებდნენ“. „ჰამასის“ მიერ გაჟღერებული კიდევ ერთი მტკიცებით, დარღვევაზე პასუხისმგებელი პირები სხვა „ჯგუფი იყო, რომელიც მათთან არ იყო დაკავშირებული“.

„ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ რა გააკეთა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ამ მოვლენამ არ გამოიწვიოს ამ შეთანხმების ჩაშლა“, - აცხადებს ალ-ტანი.