Loading data...
ქაშმირის ინდოეთის ნაწილში, პოლიციის განყოფილებასთან აფეთქება მოხდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

ქაშმირის ინდოეთის ნაწილში, პოლიციის განყოფილებასთან აფეთქება მოხდა

მედიის ცნობით, აფეთქებას, სულ მცირე, 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე, დაშავდა 29 ადამიანი. 

ამავე ინფორმაციით, აფეთქება, ქაშმირის ინდოეთის ნაწილში, პოლიციის მიერ ჩამორთმეული ასაფეთქებელი ნივთიერებების შეგროვების დროს მოხდა.

დაღუპულთა უმეტესობა პოლიციელია, მათ შორის სასამართლო ექსპერტიზის წარმომადგენლები, რომლებიც ასაფეთქებელ ნივთიერებებს იკვლევდნენ. დაშავებულთაგან ზოგიერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

„მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება, რადგან ზოგიერთი მთლიანად დაიწვა“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.