1771266109
უცხოეთი
კარლ ბილდტი: მარკო რუბიოს მიუნხენში არ ჰქონდა დრო კაია კალასის სანახავად, ამის ნაცვლად ბუდაპეშტში ვიქტორ ორბანთან შესახვედრად გაემგზავრა
შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარლ ბილდტი უნგრეთსა და სლოვაკეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ვიზიტს გამოეხმაურა.
„მიუნხენში სახელმწიფო მდივან რუბიოს არ ჰქონდა დრო კაია კალასის სანახავად და ამის ნაცვლად ბუდაპეშტში გაემგზავრა ვიქტორ ორბანთან შესახვედრად“, – აცხადებს ბილდტი.
In Munich 🇩🇪 SecState Rubio 🇺🇸 didn’t have time to see @kajakallas 🇪🇺 and instead rushed off to Budapest 🇭🇺 to embrace Viktor Orbán. pic.twitter.com/DxG05qHxQk
— Carl Bildt (@carlbildt) February 16, 2026
ინფორმაციისთვის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ მარკო რუბიო ჯერ სლოვაკეთს, შემდეგ კი უნგრეთს ეწვია.