1761727296
უცხოეთი
ქარიშხალი „მელისა“ კუბას დაატყდა თავს
კუბას ქარიშხალი „მელისა“ დაატყდა თავს. ამის შესახებ theguardian იუწყება.
ქარიშხალს მესამე კატეგორია აქვს მინიჭებული. ქარის მაქსიმალური სიჩქარე საათში 120 მილს შეადგენს.
კუბის ხელისუფლებამ მოუწოდა მოსახლეობას, რომ უსაფრთხო ადგილს თავი შეაფაროს. გრიგალის გამო, შესაძლოა, ელექტროენერგიის და კავშირგაბმულობის გათიშვა მოხდეს.
მანამდე „მელისა“ იამაიკას დაატყდა თავს, სადაც ამჟამად ქარიშხლით მიყენებულ ზარალს ითვლიან. გრიგალმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. დენის გარეშე 500 000 აბონენტი დარჩა. ასევე ზარალი მიადგა გზებსა და ავტომობილებს.
„მელისას“ გამო აიმაიკაზე ყველა აეროპორტი დაიხურა, რომელთა გახსნა რამდენიმე დღეში იგეგმება. ქარიშხლის შედეგად კარიბის ზღვის ქვეყნებში 7 ადამიანი დაიღუპა. ერთი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.