Loading data...
ქარიშხალი ირლანდიასა და ბრიტანეთში - დაიღუპა 1 ადამიანი

ირლანდიასა და ბრიტანეთში ქარიშხალმა პრობლემები შექმნა.

მედიის ცნობით, უამინდობის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი და დაიხურა რამდენიმე მატარებლის ხაზი.

ადგილობრივმა პოლიციამ განაცხადა, რომ სამხრეთ ინგლისში 60 წლამდე მკაცი დაიღუპა მას შემდეგ, რაც მის მანქანას ხე დაეცა. 

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისში, ნიუკასლის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი თოვლმა დაიფარა, რამაც მცირე ხნით შეაფერხა ფრენები.

შოტლანდიაში რამდენიმე სარკინიგზო მიმოსვლა უამინდობის გამო შეჩერდა. ხიდი, რომელიც უელსს ინგლისთან აკავშირებს, ძლიერი ქარის გამო დაიკეტა.

ქარიშხალი ირლანდიაშიც იყო. ქვეყნის დასავლეთით გზები დაიტბორა, ათიათასობით მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ირლანდიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა გარკვეულ ტერიტორიაზე წვიმის გამო უმაღლესი, წითელი დონის გაფრთხილება გამოაცხადა.