1768977539
უცხოეთი
კარიბის ზღვაში აშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებული „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ ერთი ტანკერი დააკავა
კარიბის ზღვაში აშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებული „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ ერთი ტანკერი დააკავა.
აშშ-ის სამხედრო ძალების სამხრეთის სარდლობამ განაცხადა, რომ აშშ-ის ძალებმა ტანკერი „საგიტა“ „ინციდენტების გარეშე“ დააკავეს.
„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, უზრუნველვყოთ, ვენესუელიდან გამავალი ნავთობი იყოს სათანადოდ და კანონიერად კოორდინირებული“, - ნათქვამია სამხრეთ სარდლობის განცხადებაში.