1746454756
უცხოეთი
„კანონი დაბლოკავს არასათანადო უცხოურ ჩარევას“ - ისრაელში 80%-იან გადასახადს დაუწესებენ იმ „ენჯეოებს“, რომლებიც დაფინანსების დიდ ნაწილს უცხოეთიდან იღებენ

ისრაელის საპარლამენტო კომიტეტმა კანონპროექტის განხილვა დაიწყო, რომელიც 80%-იან გადასახადს დააწესებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც დაფინანსების უმეტეს ნაწილს უცხოური ორგანიზაციებიდან იღებენ.
როგორც უცხოური მედია წერს, გადაწყვეტილება „სახელმწიფოზე უცხოური გავლენის შესამცირებლად“ მიიღეს.
შემოთავაზებული კანონის თანახმად, ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ შეეძლებათ ისრაელის სასამართლოებისთვის, მათ შორის უზენაესი სასამართლოსთვის, შუამდგომლობით მიმართვა.
„ეს კანონი დაბლოკავს არასათანადო უცხოურ ჩარევას“, - განაცხადა კანონპროექტის ავტორმა არიელ კალნერმა.