Loading data...
კანარის კუნძულებთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა - დაიღუპა 9 ადამიანი

ესპანეთის კანარის კუნძულების მახლობლად მიგრანტების ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა, 48 კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ ესპანეთის საზღვაო სამაშველო სამსახური (SASEMAR) იტყობინება

არსებული ინფორმაციით, გემზე სულ 84 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ცხრა მიგრანტის დაღუპვა დადასტურდა. მაშველებმა 27 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. 

„დარჩენილი მიგრანტების ბედი ჯერჯერობით უცნობია“, - ნათქვამია SASEMAR-ის განცხადებაში.

ამასთან, აღნიშნულია, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და მასში ვერტმფრენები და გემებია ჩართული.