კანადის სამხედრო ბაზაზე გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა
კანადის მთავრობის განცხადებით, ალბერტას სამხედრო ბაზაზე გაჩენილმა ხანძარმა სულ მცირე ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო ათობით ადამიანი მძიმედ დაშავდა. პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ მომხდარს უწოდა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტრაგედია, რაც კი კანადის შეიარაღებულ ძალებს მშვიდობიან პერიოდში საკუთარ ქვეყანაში გადახდენიათ.
„ქვეყანა გლოვობს ჩვენი შეიარაღებული ძალების იმ მამაც წევრებს, რომლებიც დავკარგეთ“, - განაცხადა კარნიმ და დასძინა, რომ გასცა განკარგულება, დაღუპულთა პატივსაცემად ქვეყნის მასშტაბით ფედერალურ შენობებზე დროშები ნახევრად დაეშვათ.
ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ხანძრის მიზეზი, რომელიც ბაზის ტერიტორიაზე არსებულ საწვრთნელ ზონაში გაჩნდა.
ბაზაზე განთავსებულია კანადის მანევრული მომზადების ცენტრი, რომელიც არმიისთვის საწვრთნელ სცენარებსა და სწავლებებს ატარებს. კარნიმ განაცხადა, რომ 17 ოქტომბერს მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ქვეყნის სხვადასხვა სამხედრო ბაზიდან იყვნენ.