Loading data...
კანადის პრემიერი: გრენლანდიის მომავალს მხოლოდ დანია და გრენლანდია წყვეტენ

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ მხოლოდ დანიას და გრენლანდიას შეუძლიათ არქტიკული კუნძულის მომავლის გადაწყვეტა. ამის შესახებ მან 6 იანვარს პარიზში მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა. 

„გრენლანდიის მომავალი მთლიანად გრენლანდიისა და დანიის მოსახლეობის გადასაწყვეტია“, - აცხადებს მარკ კარნი. 

კანადის პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდა დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენს.

კარნიმ ხაზი გაუსვა კანადის მხარდაჭერას დანიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მათ შორის გრენლანდიის მიმართაც. 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელაში აშშ-ის ოპერაციის შემდეგ განაცხადა - „ჩვენ ნამდვილად გვჭირდება გრენლანდია.“ 

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, გრენლანდია რუსული და ჩინჯური გემებით არის გარშემორტყმული, შტატებს კი ის თავდაცვისთვის სჭირდება.