Loading data...
კანადის პრემიერი: გრენლანდიის მომავალი გრენლანდიასა და დანიის სამეფოზეა დამოკიდებული

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადასაწყვეტი არ არის, თუ ვის ეკუთვნის გრენლანდია. ამის შესახებ მან ჩინეთში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, წერს Politico.

კარნიმ ნატოს მოკავშირეებს, მათ შორის შეერთებულ შტატებს, მოუწოდა, „შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები“. მან ხაზი გაუსვა კანადის მხარდაჭერას დანიის სუვერენიტეტის მიმართ.

„გრენლანდიის მომავალი გრენლანდიასა და დანიის სამეფოზეა დამოკიდებული. ჩვენ ვართ დანიის ნატოს პარტნიორები, ამიტომ ჩვენი პარტნიორობა უცვლელი რჩება. ნატოს მე-5 და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული ჩვენი ვალდებულებები ძალაში რჩება და მათ სრულად ვუჭერთ მხარს“, - ხაზგასმით აღნიშნა კანადის პრემიერმა. 

კარნიმ აღნიშნა, რომ ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრის დროს ასევე განიხილეს გრენლანდიისა და არქტიკის სუვერენიტეტის საკითხები. მან დასძინა, რომ „ამ საკითხთან დაკავშირებით შეხედულებების მნიშვნელოვანი თანხვედრა დაინახა“.