1744873422
უცხოეთი
კანადის პრემიერი: დონალდ ტრამპის მუქარის ფონზე, მზად ვარ ვიბრძოლო, დავიცვა და ავაშენო ძლიერი კანადა

კანადის პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის განცხადებით, კანადის არჩევნებში მთავარი კითხვა არის ის, თუ ვინ არის საუკეთესო, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დასაპირისპირებლად.
„ბატონი პუალიევრი არ არის ჯასტინ ტრუდო. მეც არ ვარ ჯასტინ ტრუდო. კითხვა, რომელიც ამ არჩევნებში ისმის, არის ის, თუ ვინ დაუპირისპირდება ბატონ ტრამპს“, - აღნიშნა კარნიმ.
მისი თქმით, მზად არის, დაიცვას და გააძლიეროს კანადა.
„პრეზიდენტ ტრამპის მუქარის ფონზე, მზად ვარ ვიბრძოლო, დავიცვა და ავაშენო ძლიერი კანადა“, - დასძინა კანადის პრემიერმა.
In the face of President Trump’s threats, I am ready to fight, to protect, and to build Canada strong. #DebatsDesChefs
— Mark Carney (@MarkJCarney) April 16, 2025