Loading data...
კანადის პრემიერი: ჩინეთი ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური საფრთხეა

კანადის პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის განცხადებით, ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური საფრთხეა. კარნის განცხადებას Reuters-ი ციტირებს. 

კანადის პრემიერს სთხოვეს დაესახელებინა ქვეყანა, რომელიც კანადისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. 

კარნიმ თქვა, რომ კანადა უნდა დაუპირისპირდეს ჩინეთის საგარეო ჩარევის საფრთხეებს. 

„ჩვენ ვიღებთ ზომებს საფრთხის აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა კარნიმ.