Loading data...
კანადის პრემიერი აცხადებს, რომ ტარიფებთან დაკავშირებით აშშ-ის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია

კანადის პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის განცხადებით, ტარიფებთან დაკავშირებით შეერთებული შტატების გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია. 

როგორც კარნი აცხადებს, კანადის მთავრობა იმოქმედებს კანადის სამუშაო ადგილების დასაცავად.

მისივე თქმით, აშშ-მექსიკა-კანადის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების (USMCA) არსებობა „ნიშნავს, რომ კანადურ საქონელზე აშშ-ის საშუალო ტარიფი რჩება ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ყველა სავაჭრო პარტნიორთან შედარებით“.

„ჩვენი ეკონომიკის სხვა სექტორები, მათ შორის, ხე-ტყე, ფოლადი, ალუმინი და ავტომობილები, მძიმედ დაზარალდება აშშ-ის გადასახადებით და ტარიფებით“, - აცხადებს მარკ კარნი. 

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა კანადურ საქონელზე ტარიფები 35%-მდე გაზარდა. 

ამასთან, თეთრი სახლის ლიდერმა ათობით ქვეყანას მაღალი სავაჭრო ტარიფები დაუწესა.

პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, ტრამპმა კანადიდან შეტანილი საქონლის უმეტესობაზე 35%-იანი, ბრაზილიიდან 50%-იანი, ინდოეთიდან 25%-იანი, ტაივანიდან 20%-იანი და შვეიცარიიდან 39%-იანი ტარიფები დააწესა.