კანადის პრემიერი აცხადებს, რომ სატელეფონო საუბრის დროს ტრამპი პატივს სცემდა კანადის სუვერენიტეტს

კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი აცხადებს, რომ სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პატივს სცემდა კანადის სუვერენიტეტს.
კარნიმ, რომელიც ამჟამად წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში იმყოფება, ტრამპმთან საუბარი შეაფასა, როგორც „ძალიან კონსტრუქციული“.
„ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული საუბარი და შევთანხმდით, ფედერალური არჩევნების შემდეგ, რომელიც 28 აპრილს გაიმართება დაუყოვნებლივ დავიწყოთ ყოვლისმომცველი მოლაპარაკებები ორ სუვერენულ ქვეყანას შორის ახალი ურთიერთობები ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროში“, - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა.
თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამმა კანადის ლიდერთან საუბარს „უკიდურესად ნაყოფიერი“ უწოდა.
ცნობისთვის, ტრამპის მიერ დაგეგმილი 25%-იანი ტარიფი ავტომობილების იმპორტზე ამოქმედდება 2 აპრილს, რაც შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს კანადის ავტომობილების ინდუსტრიისთვის.