Loading data...
კანადის პრემიერ-მინისტრი: მსოფლიოს შეუძლია აშშ-ის გარეშე წინსვლა

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს შეუძლია პროგრესის მიღწევა რიგ საკითხებში შეერთებული შტატების გარეშე. იუწყება Bloomberg.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ამ შაბათ-კვირას იოჰანესბურგში ლიდერების შეხვედრაზე მიღწეულ კონსენსუსს წონა აქვს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბოიკოტის მიუხედავად.

„სამიტმა „შეკრიბა ქვეყნები, რომლებიც წარმოადგენენ მსოფლიოს მოსახლეობის სამ მეოთხედს, გლობალური მშპ-ს ორ მესამედს და გლობალური ვაჭრობის სამ მეოთხედს, და ეს შეერთებული შტატების ოფიციალური მონაწილეობის გარეშე. ეს შეხსენებაა იმისა, რომ გლობალურ ეკონომიკაში სიმძიმის ცენტრი იცვლება“, - განაცხადა კარნიმ.

კარნიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არ მისცემს ტრამპს უფლებას, მისი დღის წესრიგი განსაზღვროს.

„საჭიროების შემთხვევაში, მას კიდევ ერთხელ დაველაპარაკები“, - დასძინა მან.

„ამჟამად პრეზიდენტთან განსახილველი არ მაქვს რაიმე აქტუალური საკითხი. როდესაც ამერიკა მოისურვებს დაბრუნებას და სავაჭრო საკითხების განხილვას, ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - აღნიშნავს კანადის პრემიერი.