Loading data...
კანადამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში აშშ-ის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა

კანადამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საჩივარი შეიტანა აშშ-ის წინააღმდეგ, რომელმაც მისი ფოლადის და ალუმინის იმპორტზე დამატებითი საბაჟო გადასახადი დააწესა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ოფიციალურ ოტავაში მიაჩნიათ, რომ ვაშინგტონის მიერ დაწესებული სანქციები არღვევს სავაჭრო ტარიფების შესახებ 1994 წლის გენერალური შეთანხმების მიერ აღებულ ვალდებულებებს. ეს დოკუმენტი მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის შექმნას წინ უძღოდა.

11 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადურ ფოლადზე და ალუმინზე საბაჟო გადასახადი მის მიერვე გამოცხადებული 25%-ის ნაცვლად 50%-მდე იზრდება. ტრამპმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კანადამ აშშ-ის ჩრდილოეთ შტატებს ელექტროენერგია გაუძვირა.

მანამდე, 1-ელ თებერვალს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე 25%-იანი საბაჟო გადასახადი დააწესა. ამის შემდეგ კანადამაც აშშ-ს საპასუხო გადასახადები დაუწესა. მოგვიანებით ეს ტარიფები გააუქმეს და მხარეებს შორის მოლაპარაკება დაიწყო.