Loading data...
კამჩატკის სანაპიროსთან მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ვულკანმა კლიუჩევსკაია-სოპკამ ამოფრქვევა დაიწყო

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, კამჩატკის სანაპიროსთან მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ნახევარკუნძულზე მდებარე ვულკანმა, კლიუჩევსკაია-სოპკამ ამოფრქვევა დაიწყო. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.

რუსეთის ვულკანოლოგიის და სეისმოლოგიის ინსტიტუტის ცნობით, ვულკანის ფერფლი ატმოსფეროში 3 კმ-ის სიმაღლეზე ავიდა.

ცნობისთვის, კამჩატკის ნახევარკუნძულთან 30 ივლისს 8,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეს უძლიერესი მიწისძვრა იყო 1952 წლის შემდეგ. მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია, რომელმაც სანაპიროსთან მდებარე რამდენიმე შენობა დააზიანა.

კლიუჩევსკაია-სოპკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. მისი სიმაღლე 4850 მეტრია.