Loading data...
კამალა ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად მინესოტას გუბერნატორი ტიმ უოლცი დაასახელა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და „დემოკრატიული პარტიის“ სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატმა კამალა ჰარისმა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად მინესოტას გუბერნატორი ტიმ უოლცი დაასახელა

60 წლის ტიმ უოლცი ამჟამად მეორე ვადით არის მინესოტას გუბერნატორი და თავმჯდომარეობს დემოკრატიული გუბერნატორების ასოციაციას. იგი 12 წლის განმავლობაში აშშ-ის კონგრესში მსახურობდა.

სააგენტო AP-ის ცნობით, ჰარისი გეგმავს, თავისი გადაწყვეტილება მომდევნო რამდენიმე საათში ვიდეომიმართვით გამოაცხადოს.