Loading data...
კამალა ჰარისი: ტრამპმა ირანთან ომში ბენიამინ ნეთანიაჰუ ჩაითრია

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან ომში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჩაითრია. აღნიშნულის შესახებ ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა 18 აპრილს საქველმოქმედო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

„ის {დონალდ ტრამპი} ომში შევიდა. მოდით ეს მკაფიოდ ვთქვათ, მან ბენიამინ ნეთანიაჰუ ომში ჩაითრია. მან დაიწყო ომი, რომელიც ამერიკელ ხალხს არ სურს და საფრთხის ქვეშ აყენებს ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს“, - განაცხადა კამალა ჰარისმა. 

ინფორმაციისთვის, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „სხვებისგან განსხვავებით, ვინც კონფლიქტისა და სტრესის მომენტში თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინეს, ისრაელი კარგად იბრძვის და იცის, როგორც მოიგოს.“