Loading data...
კამალა ჰარისი: მომავალ კვირას თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტს მეშვიდედ შევხვდები

მომავალ კვირას თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მეშვიდედ შევხვდები, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და „დემოკრატიული“ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

„მომავალ კვირას თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტს, ზელენსკის, მეშვიდედ შევხვდები. პრეზიდენტმა ბაიდენმა და მე მკაფიოდ განვაცხადეთ: ჩვენი ერთგულება უკრაინელი ხალხის მიმართ, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან, ურყევია“, - წერს ჰარისი.