1732458167
უცხოეთი
ქალმა, რომელმაც კონორ მაკგრეგორი გაუპატიურებაში დაადანაშაულა, სასამართლო დავა მოიგო
ქალმა, რომელმაც კონორ მაკგრეგორი გაუპატიურებაში დაადანაშაულა, სასამართლო დავა მოიგო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, სპორტსმენს ზიანის ანაზღაურება დააკისრა.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დაადგინა, რომ ირლანდიელი მებრძოლი თავს დაესხა ნიკიტა ჰენდს დუბლინის სასტუმროში 2018 წლის დეკემბერში.
მაკგრეგორს 248 000 ევროს ოდენობის ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.