Loading data...
კალასმა აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი ბრიუსელში მიიწვია

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ბრიუსელში მიიწვია, რათა დაესწროს ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრას.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს რუბიოსადმი გაგზავნილი წერილის შესახებ აცნობა.

„სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთვის გაგზავნილ წერილში მე მას შევთავაზე, მონაწილეობა მიიღოს ჩვენ შეხვედრაში, მისთვის ხელსაყრელ დროს“, - წერს კალასი წერილში.

ოფიციალური პირების თქმით დათანხმდება თუ არა მარკო რუბიო კალასის შეთავაზებას, უცნობია.